ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლების – აფნიისა და გოგაშენის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი, რომელიც 2 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ორ ეტაპად განხორციელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში უკვე მოწესრიგდა გზის სავალი ნაწილი და მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. დამონტაჟდება წყალარინები და საგზაო ნიშნები.
პროექტი, რომლის ღირებულება 1 798 000 ლარია, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

