წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა, ანივარდ მოსოიანმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მან პირველი შეხვედრა დიდი გონდურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: დიდ გონდურაში, მამწვარაში, დილიფში, პატარა გონდურასა და ღულალისში გამართა.
„ადგილობრივებთან ერთად განვიხილეთ მათი საჭიროებები, არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები.
ბოლო წლებში ზემოხსენებულ სოფლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: აშენდა სპორტული მოედნები, ბაგა-ბაღები, რეაბილიტირდა გზები, მოწესრიგდა სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, სანიაღვრე არხები, გარე განათება და ასე შემდეგ.
მადლობა თითოეულ ადგილობრივს გულწრფელი ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის. ერთად გავაკეთებთ უფრო მეტს.
მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ნინოწმინდას!“- წერს ანივარდ მოსოიანი სოციალურ ქსელში.

