ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება.
სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება გზის სავალი ნაწილი, რის შემდეგაც, 2-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა და წყალარინები დამონტაჟდება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 611 000 ლარს შეადგენს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

