ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში საჯარო სკოლა შენდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ არა მოვსესიანთან ერთად, სოფელ კოთელიაში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოები ითვალისწინებს როგორც შიდა ინფრასტრუქტურის, ასევე ეზოს კეთილმოწყობას.

სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზის მოწყობაც.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ კოთელიას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა ექნება.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები