ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში – აბულში, ბუზავეთსა და მოდეგამში გაზიფიცირების შიდა სამუშაოები დაიწყო

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში – აბულში, ბუზავეთსა და მოდეგამში  გაზიფიცირების შიდა სამუშაოები დაიწყო.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, გაზგამანაწილებელმა კომპანიამ SJGC დაასრულა გაზსადენის გარე ინფრასტრუქტურის გაყვანა აღნიშნულ სოფლებში და უახლოეს მომავალში მოსახლეობას ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. სამუშაოების სრული დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლომდე.

ღონისძიებას დაესწრნენ საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, ასევე მერიის, საკრებულოსა და SJGC კომპანიის წარმომადგენლები.

„ახალქალაქის საკრებულო განსაკუთრებულ მადლობას უხდის ვილენ კაზარიანსა და ენზელ მკოიანს, რომელთა ინიციატივითა და ინვესტიციებით შესაძლებელი გახდა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. მას შემდეგ, რაც SJGC-ში შეიცვალა აქციონერი, ახალმა მფლობელმა ოპერატიულად დაიწყო გაზიფიცირების პროცესები იმ სოფლებში, სადაც დღემდე გაზი არ იყო შეყვანილი, მაშინ როცა სხვა დასახლებებში უკვე დიდი ხანია ის ფუნქციონირებს.

მოსახლეობა ასევე მადლობას უხდის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის პროექტის განხორციელების პროცესში.

ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ“, – აცხადებენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები