სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 ივლისის დღის ბოლოდან 22 ივლისის დილამდე, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივლისის დღის ბოლოდან 22 ივლისის დილამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები