[ვიდეო] ლევან ხაბეიშვილი: უახლოეს დღეებში დაიჭერენ ან ლილუაშვილს, ან ღარიბაშვილს, ან გომელაურს. ბატონო ბიძინა, მალე მარტო დარჩებით – მიქანაძის, ოხანაშვილის და შეშლილი კობახიძის ამარა

უახლოეს დღეებში დაიჭერენ ან ლილუაშვილს, ან ღარიბაშვილს, ან გომელაურს. ბატონო ბიძინა, მალე მარტო დარჩებით – მიქანაძის, ოხანაშვილის და შეშლილი კობახიძის ამარა – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

„დანასისხლად არიან გადაკიდებული გომელაურ-ლილუაშვილ-ღარიბაშვილთან. ისინი ამ ისტერიკით ადასტურებენ ერთ რამეს, შიგნით აქვთ უბედურება დაჭმა და მეტი ინფორმაცია მაქვს თუ არა? კიდევ უფრო მეტი მააქვს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, არის მარტივი რამის დადასტურება, უახლოეს დღეებში დაიჭერენ ან ლილუაშვილს, ან ღარიბაშვილს, ან გომელაურს. ბატონო ბიძინა, მარტო დარჩებით, მალე დარჩებით მარტო, ხომ ხვდებით, ხედავთ, კობახიძეც ადასტურებს, რომ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური – ყველა ჩემთან თანამშრომლობს, ყველას ინფორმაციები მოაქვს. თქვენ ხომ ხვდებით, დარჩებით მიქანაძის, ოხანაშვილის და ამ შეშლილი კობახიძის ამარა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები