ახალქალაქის „კულტურის სახლის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ახალქალაქის ახლად აღდგენილი „კულტურის სახლი“ მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, მოადგილეებთან – თეიმურაზ მჭედლიძესა და მკრტჩიანი მღდესიანთან ერთად დაათვალიერა და შესრულებული სამუშაო შეაფასა.
პროექტის ფარგლებში, შენობის I სართულზე არსებული „საკლუბო გაერთიანების“ სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, II და III სართულზე განთავსებული ბიბლიოთეკაც გარემონტდა. აგრეთვე, შენობის კარ- ფანჯრები მთლიანად შეიცვალა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები