ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლების – ხავეთი, დავნია, ერინჯა-მიასნიკიანის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდა გზის სავალი ნაწილი, რის შემდეგაც 4-კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწო და წყალარინება დამონტაჟდა.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1 443 000 ლარს შეადგენს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

