ზურაბ ჩხაიძე: გიორგი ბაჩიაშვილს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და დააბრუნეს პენიტენციურ დაწესებულებაში

გიორგი ბაჩიაშვილს მრავლობითი დაზიანებები აქვს. კონკრეტულად რა დაზიანება აქვს ვერ გეტყვით, არ მაქვს ამის უფლება. აღენიშნებოდა დაზიანებები, მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, კონსულტირებული იქნა სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ და დაბრუნებულ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, ექიმების გადაწყვეტილებით, – აღნიშნულის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „TV პირველს“ განუცხადა.

„რეკომენდაციაშიც გაწერილია, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო პენიტენციური დაწესებლების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

დაზიანებები ჰქონდა სხვადასხვა არეში, მათ შორის, თავის არეშიც.

შემოვიდა, მას აღმოუჩინეს დახმარება, გაკეთდა ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება“, – თქვა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა.

„TV პირველმა“ დღეს, 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ციხეში გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს. აღნიშნული დაადასტურა ბაჩიაშვილმაც, რომლის განცხადების თანახმად, თავდასხმა 11 ივლისს მოხდა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები