ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ კომისიებისა და ფრაქციის ერთობლივი სხდომაზე შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტებზე იმსჯელეს:
1.„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2.„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3.„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 მაისის #11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

