ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში – კოჩიოსა და ბარალეთში ასფალტის საფარი იგება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

კოჩიოსა და ბარალეთში გზის სავალი ნაწილი იცვლება, იგება ასფალტის საფარი და სრულად რეაბილიტირდება დაზიანებული მონაკვეთები.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ასევე აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები