სომხეთში „ჯავახკის“ ყოფილი ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს

სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ადვოკატ რუბენ მელიქიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჩახალიანი ტერორისტული აქტის მომზადებისა და ძალაუფლების მითვისების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა.

ადვოკატის ინფორმაციით, ჩახალიანი საგამოძიებო კომიტეტის შენობაში იმყოფება.

როგორც სომხური მედია წერს, ვაჰაგნ ჩახალიანი ინიციატივა „კამკის“ ლიდერია და აქტიურად მონაწილეობს ოპოზიციურ საქმიანობაში. ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოში მოძრაობა „ჯავახკის“ ლიდერი იყო. ის 2009 წელს დააკავეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ვაჰაგნ ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიით დატოვა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები