სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერ მელქონ მაკარიანთან, რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელ მარინა გაჩეჩილაძესთან ერთად, ახალქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
ახალქალაქში სკოლამდელი აღზრდის ერთი ახალი დაწესებულება აშენდა, სამ საბავშვო ბაღს კი, სრული რეაბილიტაცია უტარდება. საბავშვო ბაღი შენდება სოფელ კორხშიც.
აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი ეზოს მიმდებარედ ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა, სადაც სტადიონი, მოსასვენებელი სივრცეები, სარბენი ბილიკი, ტრენაჟორები და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები განთავსდება.
აღნიშნული პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ინფორმაციას და ფოტომასალას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.






