„მოსაბეზრებელია, მაგრამ უთქმელობაც საზიანოა ქვეყნისთვის. გუშინ კოჯრის ზონაში ჩამოსულ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს კვლავ ფარულად შეხვდა პირადად ბიძინა ივანიშვილი. ე.წ. პრემიერი კვლავ რჩებოდა გარე თეატრისთვის საჩვენებელ მარიონეტ თოჯინად. განმეორდა მუხრანი, ოღონდ ამჯერად კოჯორში. მთავრობამ ან გაასაჯაროვოს ამ ფარული გარიგების დეტალები ან მე დავწერ შემდგომ პოსტში აღნიშნული სერობის ამბებს“, – წერს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.