Friday, June 13, 2025
22.8 C
Tbilisi

ვიქტორ ორბანი: უნგრეთში გვაქვს ასეთი გამოთქმა – მხდალ ერს ფასი არ აქვსო და საქართველო, ამის ფონზე, არის დიდი პატივისცემის ღირსი ქვეყანა ჩვენი მხრიდან

უნგრეთში გვაქვს ასეთი გამოთქმა – მხდალ ერს ფასი არ აქვსო და საქართველო, ამის ფონზე, არის დიდი პატივისცემის ღირსი ქვეყანა ჩვენი მხრიდან, – ამის შემდეგ ვიქტორ ორბანმა ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან საქართველოს კრიტიკას შეეხებოდა.

ვიქტორ ორბანის თქმით, „სოროსის ფონდი“ ყველაფერს აკეთებს საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული, თუმცა მისივე განცხადებით, გლობალისტები მარცხდებიან, ეს პროცესი გაგრძელდება და საქართველოსთვის ყველა კარი გაიხსნება, მათ შორის – ევროკავშირის კარი.

„საქართველოს მივიჩნევთ შესანიშნავ ქვეყანად, უნგრელებისთვის ძალიან ბევრი გრძნობა, ბევრი ცნება არსებობს და ყველაზე ძვირფასი – მამაცობაა. უნგრეთში გვაქვს ასეთი გამოთქმა – მხდალ ერს ფასი არ აქვსო და საქართველო, ამის ფონზე, არის დიდი პატივისცემის ღირსი ქვეყანა ჩვენი მხრიდან. მე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რამდენიმე დღეში ჩამოვედი საქართველოში, უნგრეთი იყო ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა და წარმოიდგინეთ, რამხელა ენერგია შემოვიტანე საქართველოში. მე გამიკვირდა ის განწყობა, რაც ვნახე. უნგრეთში სასწაული ხდება წნეხისა და ძალების გადანაწილების კუთხით. „სოროსის ფონდი“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალოს, არადა საქართველოს ხელისუფლება ხალხის მიერაა არჩეული. იგივე ხდება უნგრეთშიც, ოღონდ სხვა მასშტაბით. მიმაჩნია, რომ მორალური ვალდებულება აქვს ქვეყანას, რომელსაც უპირისპირდებიან გლობალისტები, და ჩვენც იმავე რეჟიმში ვართ, რომ დადგეს მტკიცედ მათ წინააღმდეგ. ჩემი მოსაზრება ასეთია – გლობალისტები კარგავენ ბრძოლას, მარცხდებიან და მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო მეტ მარცხს განიცდიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ვინაიდან როცა კარზე კაკუნი გვესმის, ეს კაკუნი უნდა იყოს მეგობრული. როდესაც 2-წელიწადში შევხვდებით ერთმანეთს, კიდევ უფრო სხვა სიტუაცია იქნება. გლობალისტები არიან სხვა პროგრამის მხარდამჭერები, 2-წელიწადში ჩვენ ვიქნებით უმრავლესობაში, საქართველოს მომავალიც ძალიან ნათელი იქნება და ყველა კარი გაიხსნება, მათ შორის, ევროკავშირის კარი“,- განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები