Thursday, June 12, 2025
24.8 C
Tbilisi

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ნდობა დღეს გამართულ სხდომაზე გამოუცხადა.

მთავრობის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აფხაზეთის მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

გიორგი ჯინჭარაძე წლების განმავლობაში საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ლევან მგალობლიშვილმა 2025 წლის 2 ივნისს დატოვა.

გიორგი ჯინჭარაძის ბიოგრაფია

დაიბადა 1992 წლის 6 მაისს.

განათლება

2021-დღემდე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა;

2017-2019 – აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში;

2014-2016 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში;

2010-2014 – საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი.

აკადემიური საქმიანობა

2022-2023 – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

სამუშაო გამოცდილება

2024/11-დღემდე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

2024/08-2024/11 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე;

2021/04-2024/08 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე;

2016-2020 – აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ადმინისტრაციული ოფიცერი;

2016/02-2016/08 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი სპეციალისტი;

2014-2016 – საქართველოს ანალიტიკური ცენტრის ანალიტიკოსი;

2014/03-2014/09 – სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ საბანკო დაზღვევის გაყიდვების ანალიტიკოსი;

2013-2014 – „თიბისი“ ბანკის საკრედიტო ექსპერტი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები