Thursday, May 8, 2025
11.8 C
Tbilisi

2025 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 208 მლნ აშშ დოლარით – 4.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა

2025 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 208 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

სებ-ის ცნობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია.

„ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტის მონაცემებით, 101.7 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა, ხოლო აპრილის სტატისტიკა 27 მაისს გამოქვეყნდება.

2025 წლის აპრილის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.8% (757.7 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ზრდის გამო, აპრილის მონაცემებით წინა თვესთან შედარებით, რეზერვების მოცულობა 42.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 9 ივნისს გამოაქვეყნებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები