Thursday, May 8, 2025
16.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: ვულოცავ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვიმედოვნებ, კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება

გულწრფელად ვულოცავ ბატონ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვუსურვებ მას წარმატებას წამყვანი ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X“-ში წერს.
მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები  შეიქმნება.
„გამოვთქვამ იმედს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და შეიქმნება თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“,- აღნიშნავს კობახიძე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები