Tuesday, May 6, 2025
18.8 C
Tbilisi

ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერად მეორე კენჭისყრის შედეგად აირჩიეს

გერმანიის ბუნდესტაგმა მეორედ გამართული კენჭისყრისას, კანცლერის პოსტზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას მხარი დაუჭირა – 325 ხმით, 289-ის წინააღმდეგ.

კენჭისყრაზე ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა, სამი ხმა კი, ბათილად ცნეს.

ბუნდესტაგში გამართულ პირველ კენჭისყრაზე ფრიდრიხ მერცმა კანცლერობისთვის საჭირო 316 ხმის მიღება ვერ შეძლო. მას ექვსი დეპუტატის მხარდაჭერა დააკლდა.

თებერვალში გამრთულ გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიულმა ბლოკმა გაიმარჯვა. აპრილში ისინი „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები