Thursday, May 1, 2025
16.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: 2024 წელს გვქონდა დადებითი მიგრაციული სალდო – ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები ჩვენს ქვეყანაში

2024 წელს ჩვენ გვქონდა დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ ქვეყანა დატოვა იმაზე ნაკლებმა ადამიანმა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა, დაახლოებით 850 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის ამოცანაა, მაქსიმალურად დააბრუნოს ემიგრანტები სამშობლოში.

„2024 წელს ჩვენ გვქონდა დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ ქვეყანა დატოვა იმაზე ნაკლებმა ადამიანმა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა. მათ შორის, კონკრეტულად, საქართველოს მოქალაქეების ნაწილშიც გვაქვს დადებითი მიგრაციული სალდო ქვეყანაში. დაახლოებით 850 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები ჩვენს ქვეყანაში და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. რაც შეეხება სხვა დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, როგორის არის დაბადების მაჩვენებელი, ქორწინება-განქორწინების მაჩვენებელი, აქ სამწუხაროდ, გვაქვს არასახარბიელო ვითარება და ამ საკითხზეც არის აქტიურად სამუშაო“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები