Monday, April 28, 2025
10.8 C
Tbilisi

„გახარია საქართველოსთვის“ – კვალიფიციურ კადრებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ, როგორც სკოლებში, ასევე სკოლამდელ დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში

„ქართული ოცნება“ განაგრძობს მიზანმიმართულ დევნას განათლების სისტემაში, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. იუსტიციასთან, მერიასთან და სხვა უწყებებთან ერთად, ახლა უკვე განათლების სისტემაშიც მიმდინარეობს პროფესიონალთა „წმენდა“ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული სამოქალაქო პოზიცია და პოლიტიკური არჩევანი აქვთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ საჯაროდ დაადასტურა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შეჩერების გეგმა, განათლების სისტემის ათასზე მეტმა თანამშრომელმა კონსტიტუციის 78-ე მუხლზე დაფუძნებულ პეტიციას მოაწერა ხელი, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის შესანარჩუნებლად.

მიუხედავად ამისა, განათლების სისტემა — რომელიც უნდა იყოს თავისუფლების, დემოკრატიის და ეროვნული ღირებულებების სივრცე — ექცევა რეჟიმის ხელში და მასობრივად ტარდება რეორგანიზაცია. კვალიფიციურ კადრებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ, როგორც სკოლებში, ასევე სკოლამდელ დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

დღეს, როცა განათლების ყველა საფეხური საჭიროებს რეალურ ავტონომიას და თავისუფალ გარემოს მომავალი თაობის ჩამოსაყალიბებლად, რეჟიმი, პირიქით — ანადგურებს ამ სისტემას.

ჩვენი პოლიტიკური ძალა სრულ მხარდაჭერას უცხადებს განათლების სისტემის, მერიისა და სხვა საჯარო უწყებების პოლიტიკურად დევნილ თანამშრომლებს.

ვთავაზობთ მათ სამართლებრივ და პრაქტიკულ თანადგომას სამართლიანობის აღდგენის გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები