Tuesday, April 29, 2025
9.8 C
Tbilisi

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე უნგრელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ტამაშ ვარგას შეხვდა. 

პაატა პატიაშვილმა უნგრელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაუსვა უნგრეთის მტკიცე მხარდამჭერი პოზიციის მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს; მხარეებმა ისაუბრეს უნგრეთისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე და აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე. 

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციისა და თავდაცვის კუთხით არსებული თანამშრომლობის დოკუმენტის მნიშვნელობას, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს. 

პაატა პატიაშვილმა ტამაშ ვარგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესი გააცნო, რაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობს ხელს. მან უნგრული მხარის მიერ არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის კოლეგას მადლობა გადაუხადა. 

უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქვეყანაში საქართველო-უნგრეთის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში იმყოფება.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები