Monday, April 28, 2025
12.8 C
Tbilisi

ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალი წარედგინა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

როგორც ნიკა მელიამ უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საუბარს აზრი არ აქვს. მისივე თქმით, „ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. ხელისუფლება რასაც სჩადის, ყველაფერი უკანონოა“.

„რეპრესიული ნაბიჯების გადადგმის ინტენსივობა რაც უფრო გაიზრდება ივანიშვილის მხრიდან, მით უფრო ახლოს იქნება ქართველი ხალხი ცვლილებებთან და არა უბრალოდ გამარჯვებასთან და ივანიშვილის დამარცხებასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ცვლილებები უკეთესობისკენ, რომელიც გარდაუვალია. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საუბარს აზრი არ აქვს. ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. ხელისუფლება რასაც სჩადის, ყველაფერი არის უკანონო. ყველა იმ ადამიანის, რომელიც ჩაერთო ამ რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში, გზები გადის დროდადრო ე.წ. პროკურატურაზე, ე.წ. სასამართლოზე, ციხის საკნებზე. მჯერა, რომ საზოგადოება გაიმარჯვებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეუძლებელია, მილიარდერმა ადამიანმა, რაც არ უნდა მხარდაჭერით იყოს წარმოდგენილი მტრულად განწყობილი სახელმწიფოსი, აჯობოს ქართველ ხალხს, ვინაიდან ჩვენთვის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი ცხოვრებაში. ამის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. ჩვენ ვიცით, რომ რეჟიმს არ შეუძლია რეჟიმის გარეშე ცხოვრება, მაგრამ მალე მოუწევთ, შეეგუონ ამ ქვეყანაში დემოკრატიულ მმართველობას და არა ავტოკრატიულ მმართველობას. ივანიშვილი ღელავს, რადგან მისთვის საფრთხე არის ჰიბრიდული ავტოკრატიული რეჟიმი, ანუ ნახევრად დემოკრატიული წყობილება. სრულად ავტოკრატიული რეჟიმი თუ გინდა, დაამყარო, მაშინ შენ ძალიან თხელ ყინულზე უნდა გაიარო, რომელიც აუცილებლად ჩატყდება. ამ დილემის წინაშე დგას ივანიშვილი. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში გადაწყდება ამ სახელმწიფოს მომდევნო 10-15 წლის ბედი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები