გერმანული სამოგზაურო გამოცემა Travelbook-ის გამოკითხვაში თბილისი ევროპის 14 ულამაზეს დედაქალაქს შორის მოხვდა. Travelbook-მა სოციალურ ქსელებში: Facebook და Instagram 200 ათასზე მეტ გამომწერს შეკითხვით მიმართა ევროპის 47 დედაქალაქიდან სად ისურვებდა მოგზაურობას და რომელია ევროპის ყველაზე ლამაზი დედაქალაქი. Travelbook-ის გამოკითხვის მონაწილეებმა შემდეგი დედაქალაქები აირჩიეს – რეიტინგი თვალის ერთი გადავლებით:
1. რომი, იტალია
2. ვენა, ავსტრია
3. ლისაბონი, პორტუგალია
4. პარიზი, საფრანგეთი
5. პრაღა, ჩეხეთი
6. სტოკჰოლმი, შვედეთი
7. კოპენჰაგენი, დანია
8. ლონდონი , დიდი ბრიტანეთი
9. ამსტერდამი, ნიდერლანდები
10. ტალინი , ესტონეთი ,
11. ვალეტა, მალტა
13 ათენი, საბერძნეთი
14. თბილისი, საქართველო