Monday, April 28, 2025
17.8 C
Tbilisi

სერგეი ლავროვი: ტრამპმა სიმართლე თქვა ყირიმის შესახებ, როდესაც აღნიშნა, რომ უკრაინამ ყირიმი მრავალი წლის წინ დაკარგა, ეს განხილვის საგანიც კი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სიმართლე თქვა ყირიმის შესახებ, როდესაც აღნიშნა, რომ უკრაინამ ყირიმი მრავალი წლის წინ დაკარგა, ეს განხილვის საგანიც კი არ არის – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ლავროვის თქმით, ტრამპს ესმის, რომ რუსეთი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს თავისი ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.

„აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სიმართლე თქვა. რუსეთი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს თავისი ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. პრეზიდენტ ტრამპს ეს ესმის. ეს გადაწყვეტილი საქმეა“, – აღნიშნა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვის თქმით, რუსეთისა და აშშ-ის შეხვედრები მხარეებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიგონ ერთმანეთის მიდგომები, ვაშინგტონს გულწრფელად სურს, გაიგოს მოსკოვის პოზიცია.

„დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაინტერესებულია ინტერესთა ბალანსის პოვნით. მათ გულწრფელად სურთ, უკეთ გაიგონ რუსეთის პოზიცია და ჩვენც უკეთ ვიგებთ ამერიკის პოზიციას მოლაპარაკებების, შეხვედრებისა და დისკუსიების საშუალებით, რომლებსაც ვატარებთ“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო, რომ რუსული მხარე არ არის მზად რაიმე დათმობისთვის უკრაინის საკითხში.

კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, რომ რუსეთი დღეს არ არის მზად რაიმე დათმობისთვის, ლავროვმა უპასუხა: „ეს ასე არ არის“.

„მოკლედ გიპასუხებთ: თქვენ არ ხართ მართალი. მე არაერთხელ გავუსვი ხაზი როგორც უკრაინის, ისე აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობების მიმართ ჩვენს მზადყოფნას, ვეძებოთ ინტერესთა ბალანსი. თუ ეს არ არის ის, რასაც თქვენი ტელეკომპანია მიიჩნევს მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნად, მაშინ არ ვიცი, როგორ უნდა ვთქვა უფრო გასაგებად“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვს ვაშინგტონისგან არ მიუღია სანქციების გაუქმების შესახებ წინადადებები, მაგრამ აშშ დაინტერესებულია ერთობლივი ბიზნესის წარმოებით.

„ეს მათზეა დამოკიდებული“, – განმარტა სერგეი ლავროვმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები