Saturday, April 26, 2025
11.8 C
Tbilisi

დონალდ ტრამპის განცხადებით, ყირიმი რუსეთს დარჩება და ეს ზელენსკის ესმის

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ყირიმი რუსეთს დარჩება და ეს ზელენსკის ესმის. მისივე თქმით, “ყირიმი ობამამ დათმო”, ხოლო მის დროს ეს არ მოხდებოდა.
ამის შესახებ ტრამპმა გამოცემა Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა დარჩეს თუ არა ყირიმი რუსეთს, ტრამპმა თქვა, რომ ყირიმი რუსეთმა ობამას დროს წაიღო და ეს მის დროს არ მოხდებოდა.
“ის მათ ბარაკ ჰუსეინ ობამამ გადასცა და არა მე. თუმცა, შეძლებენ, რომ დაიბრუნონ? […] მათ თავიანთი წყალქვეშა გემები იქ ჰყავთ მრავალი წელია, იმაზე გაცილებით უფრო ადრინდელი დროიდან, ვიდრე ნებისმიერი პერიოდი, რომელზეც ვსაუბრობთ. ყირიმში ადამიანები უმეტესად რუსულად საუბრობენ. თუმცა, ის ობამამ დათმო, ტრამპმა არ დათმო. ჩემგან წაიღებდნენ ისე, როგორც ობამასგან წაიღეს? ვერა, ეს არ მოხდებოდა. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ყირიმს ვერ წაიღებდნენ”. – თქვა ტრამპმა.
კითხვაზე, მისაღებია თუ არა ტრამპისთვის, რომ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ყირიმი რუსეთის ნაწილი გახდეს, ტრამპმა თქვა, რომ ყირიმი რუსეთს დარჩება და ეს ზელენსკის ესმის.
“თუ ყირიმი რუსეთს დარჩება – ყირიმზე გვიწევს მხოლოდ საუბარი, რადგან ის არის, რომელიც ყოველთვის არის ნახსენები. ყირიმი რუსეთს დარჩება და ეს ზელენსკის ესმის და ყველას ესმის, რომ ის [ყირიმი] მათ აქვთ დიდი ხანია. ის მათ ჰქონდათ დიდი ხნით ადრე, სანამ ტრამპი მოვიდოდა. კიდევ ერთხელ, ეს ობამას ომია. ეს ომია, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო”. – თქვა ტრამპმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები