Thursday, April 24, 2025
18.8 C
Tbilisi

სალომე ზურაბიშვილი: ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე

საზოგადოების წარმომადგენელთან ერთად ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე. 26 მაისი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ზეიმია. იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, საფრთხის ქვეშაა, ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, რუსთაველზე, ამას დავგეგმავთ ყველა ერთად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„წინააღმდეგობის პლატფორმამ“ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან გაგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია ქართული საზოგადოების მთავარი მოთხოვნები: არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარება, საზოგადოების მხარდაჭერის გაგრძელება, ახალი არჩევნების მოთხოვნა და პატიმრების გათავისუფლება. ასევე წინა პლანზე დგას მზია ამაღლობელის საკითხი. არავის უნდა დავავიწყოთ ამ ძალიან რთულ პირობებში მყოფი ჟურნალისტის სახელი.

ჩვენი ქვეყნისთვის იმიჯისთვის ძალიან სამწუხაროა ის ძალადობა, რაც სასამართლოში ვიხილეთ. საქართველოს სასამართლომ უკვე საზღვარგარეთაც გაითქვა სახელი თავისი უსამართლობით. ახლა კიდევ დაემატა ძალადობა სასამართლოში, რაც სრულად მიუღებელია. სრულად მიუღებელია ასევე ის, რომ დღეს კიდევ კლინიკაშია ერთ-ერთი იქ დაშავებული ტვინის შერყევით – ეს წარმოუდგენელია. ჩვენი, საზოგადოების მიზანია, დავიბრუნოთ სამართლიანი სასამართლო!

კიდევ ერთხელ, ძალიან ფორმალურად და ოფიციალურად ვაცხადებთ უკრაინის მიმართ ჩვენს სრულ სოლიდარობას – ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენობას! გასულ ღამეს, უკრაინაში, კიევსა და მის 9 რეგიონში სასტიკი დაბომბვა რუსული სასტიკი პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რაც სრულიად მიუღებელია, ისევე, როგორც სრულად მიუღებელია, კითხვის ქვეშ დადგეს უკრაინის სუვერენობა ყველა მის რეგიონზე“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები