Thursday, April 24, 2025
25.8 C
Tbilisi

სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: მოუთმენლად ველით ვიზიტს თბილისში

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეოთხე მუხლის პროგრამის ფარგლებში ივნისში საქართველოში მისიის ვიზიტი იგეგმება, რომელსაც მოუთმენლად ველით“, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა იერუნ კლიკმა განაცხადა.

„სასიამოვნო იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ თქვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია, ასევე გავცვალეთ მოსაზრებები გლობალური მოვლენების შესახებ და იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ეს ვითარება ჩვენს ჯგუფში შემავალ ქვეყნებზე. განვიხილეთ მეოთხე მუხლი, რომლის ფარგლებშიც ივნისში იგეგმება ჩვენი ვიზიტი თბილისში, რომელსაც მოუთმენლად ველით“, – აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა იერუნ კლიკმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა,  ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორ იერუნ კლიკს და ალტერნატიულ დირექტორ მარნიქს ვან რეის შეხვდა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა,  ასევე – ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები