Wednesday, April 23, 2025
19.8 C
Tbilisi

2025 წლის I კვარტალში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, წინა წელთან შედარებით, 2.3%-ით გაიზარდა და $826.0 მილიონი შეადგინა

2025 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 826.0 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით მეტია.

2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან – 19.8 % და საუდის არაბეთიდან – 12.3%. ამავდროულად სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის I კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73.7%-იანი ზრდა აჩვენა და 114.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის I კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.5%-ით განისაზღვრა და 103.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები – 2025 წლის I კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავალი 17.2%-ით შემცირდა.

საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 2025 წლის პირველ კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ქვეყანა საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, მილიონი აშშ დოლარი
აზერბაიჯანი 48.6
ბელარუსი 15.9
თურქეთი 107.1
ირანი 27.2
ისრაელი 114.2
რუსეთი 141.8
საუდის არაბეთი 8.7
სომხეთი 28.2
უკრაინა 33.7
ევროკავშირი 103.2
დანარჩენი ქვეყნები 197.4

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები