16-17 აპრილს ცაგერის ისტორიულ მუზეუმში იაკობ გოგებაშვილის 40-მდე უძველესი, უნიკალური გამოცემა გამოიფინა.
დამთვალიერებელს სრული ინფორმაცია მიეწოდა ექსპოზიციაში განთავსებულ გამოცემებზე.
აგრეთვე, ლეჩხუმის სკოლების დაწყებითი კლასების მასწავლებლებისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლობისთვის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია „დედა ენის თავგადასავალი“.
გამოფენა დაათვალიერეს და ლექცია მოისმინეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველმა მოადგილემ ვასილ საღინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერიის განათლების, კულტურის ,სპორტის სამსახურის უფროსმა გოგი კვირიკაშვილმა.
ინფორმაციას და ფოტომასალას ცაგერის მერია ავრცელებს.




