Saturday, April 19, 2025
8.8 C
Tbilisi

ახალქალაქში „კულტურის სახლის“ რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ მაკარიანის ინიციატივით, კიდევ ერთი, ისტორიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიგეგმა და ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ქალაქის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ, გასული საუკუნის 70-80 -იან წლებში აშენებული „კულტურის სახლის“ („საკლუბო გაერთიანება“) რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები, შენობის I სართულზე არსებული „საკლუბო გაერთიანების“ სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, II და III სართულზე განთავსებული ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოებს მოიცავს.

შენობაში ამ ეტაპზე, სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქს თანამედროვე სტანდარტების მქონე, შესაბამისი სივრცეები შეემატება, სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიებები, კონცერტები და შეხვედრები გაიმართება.

მერის, მელქონ მაკარიანის თქმით, აღნიშნული შენობის რეაბილიტაციის მიზანია, კულტურის სფეროთი ახალგაზრდების დაინტერესება. ნაგებობა მულტიფუნქციურ დატვირთვას შეიძენს, სადაც, მრავალფეროვანი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება და დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, საკუთარი შესაძლებლობა და ნიჭი მაქსიმალურად გამოავლინონ.

კულტურის სახლის ისტორიული ნაგებობა, რესტავრაციის შემდეგ ავთენტურობას შეინარჩუნებს.

პროექტის განხორციელების შემდეგ, უფუნქციოდ დარჩენილი ძველი შენობის ადგილზე, ახალქალაქს, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, საგანმანათლებლო სივრცე შეემატება.

ინფრასტრუქტურული პროექტი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 534 443 ლარია.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები