Wednesday, April 16, 2025
8.8 C
Tbilisi

შალვა ნათელაშვილი: იცით, ვინ ყოფილა გახარიას მამა?.. თავის დროზე სწორედ მოსკოვმა გამოგზავნა გახარია, ჭაჭიას პროტექციით, პრემიერად ივანიშვილის კარზე, რათა დიდი ბატონი ეკონტროლებინა, რაც არ გამოეპარა ივანიშვილს და პირველსავე შესაძლებლობისთანავე ამოჰკრა პანჩური

„მაპატიეთ, გვიანია, მაგრამ ამ ამბის უთქმელობაც დილამდე არ ივარგებს. იცით, ვინ ყოფილა ექს-პრემიერ,  ამჟამად ძალად გაოპოზიციონირებული  გახარიას მამა, ბატონი ზაური? არა? მოგახსენებთ, საქართველოს დამოუკიდებლობის ყველაზე საშიშიმტრის, საქართველოსთან მიმართებით  თანამედროვე რუსული იმპერიული იდეოლოგიის მამამთავრის, დღესაც ყველა კრემლის გეგმების განხორციელებაში მთავარი ვიზის გამცემის, პუტინის ორდერის კავალერ, ალექსანდრე ჭაჭიას თანამებრძოლი, მასთან ერთად რუსეთის სპეცსამსახურთა გეგმით სეპარატულ  მოტივაციათა  გასაღვიძებლად, სახალხო მოძრაობა–„სამეგრელოს“ დამფუძნებელი და კოორდინატორი, მაგ რეგიონში სეპარატიზმის გასაღვივებლად მოსკოვიდან წამოსული მილიონების მიმთვისებელი.

რა თქმა უნდა, თავის დროზე სწორედ მოსკოვმა გამოგზავნა გახარია, ჭაჭიას პროტექციით, პრემიერად ივანიშვილის კარზე, რათა  დიდი ბატონი ეკონტროლებინა. რაც, არ გამოეპარა ჭორვილელ ტურას და პირველსავე  შესაძლებლობისთანავე ამოჰკრა პანჩური. აი, როგორ ხვდება  ჩვენს უბედო ქვეყანაში აგენტურა უმაღლეს ხელისუფლებაში და მერე, როგორ გადმოდიან ისინი ოპოზიციაში და უფრო მეტიც, მე მიტოლებენ თავს, ხოლო ზოგიერთი იდიოტი ასეთებს ხმასაც აძლევს. ფუი, თქვენი. მაპატიეთ“, – წერს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები