რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებით, „უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა გულისხმობს, რომ უკრაინას არ ექნება ბირთვული იარაღი, ექნება ნეიტრალური სტატუსი, გაუქმდება დისკრიმინაციული კანონები და აღიარებული იქნება რუსეთის დღეს არსებული საზღვრების სუვერენიტეტი“.
ნარიშკინის აღნიშნულ განცხადებას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ-ტასი“ ავრცელებს.
„კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს რაც შეეხება, ისინი უცვლელია. სამშვიდობო შეთანხმების პირობები ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, უკრაინის ბირთვული იარაღისგან თავისუფალ, ნეიტრალურ სტატუსს, უკრაინის სახელმწიფოს დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას, ყველა დისკრიმინაციული კანონის გაუქმებას, რომლებიც მიღებული იყო 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ. რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული საზღვრების – ამჟამინდელი ტერიტორიული საზღვრების აღიარებას“, – განაცხადა ნარიშკინმა.