Tuesday, April 15, 2025
7.8 C
Tbilisi

ვახტანგ ცინცაძე: 2025 წლის მარტში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, პირველ კვარტალში კი სავაჭრო ბრუნვა 16%-ზე მეტით არის გაზრდილი

2025 წლის მარტში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ექსპორტის მოცულობამ 566 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის მარტთან შედარებით 8.2%-ით გაიზარდა.

როგორც ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, ასევე ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება პირველი კვარტლის მონაცემებით – იანვარ-მარტში ექსპორტი 5.7%-ით გაიზარდა და 1401.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. 2025 წლის მარტში სავაჭრო ბრუნვამ 1,968.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 12.5%-ით აღემატება.

„ასევე მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ზოგადად საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიმართულებით – პირველ კვარტალში სავაჭრო ბრუნვა 16%-ზე მეტითაა გაზრდილი, ხოლო ბრუნვის მოცულობა 5.6 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. აღნიშნული პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნებას მომავალ თვეებშიც ველოდებით. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გლობალური გამოწვევების, გლობალურად მზარდი გაურკვევლობის ფონზე საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ამასთან, როგორც ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, ექსპორტის მიმართულებით წელს დაფიქსირებული დადებითი დინამიკა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია და, ზოგადად, მზარდია საგარეო ვაჭრობის დინამიკა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, არსებული სურათი პოზიტიური პროგნოზის საშუალებას იძლევა საშუალო ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში, რომლის მოლოდინიც საქართველოს მთავრობას აქვს.

„ჩვენი მიზანია, რომ იანვარ-თებერვლის 9.4%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდის შემდეგ, მომდევნო თვეებშიც გავაგრძელოთ მაღალი ზრდის ტენდენცია. ეს, შესაბამისად, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ქვეყანაში შემოსავლები, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას და კიდევ უფრო დავუახლოვდეთ განვითარებული ქვეყნების ცხოვრების დონეს“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები