გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისვლის გადაწყვეტილება მიიღო

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მივა და კომისიის კითხვებს უპასუხებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ.

გიორგი გახარიას 12:00 საათისთვის პარტიაში დაანონსებული ჰქონდა ბრიფინგი, რომელიც გაუქმდა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები