Monday, April 14, 2025
7.8 C
Tbilisi

ეროვნული ბანკი: 2025 წლის თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 275 მილიონი ლარით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი, თითქმის 383 მილიონი ლარით შემცირდა

GUARDIANGE-ის ფოტო: ლარი 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, ბანკთაშორისი სესხების გარდა, 2025 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 108.11 მილიონი ლარით, ანუ 0.17%-ით შემცირდა და თებერვლის ბოლოს 62.58 მილიარდი ლარი შეადგინა.

სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 17.43% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 275.56 მილიონი ლარით, ანუ 0.78%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 383.66 მილიონი ლარით, ანუ 1.40%-ით შემცირდა.

ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.61 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.24%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით – 17.89 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 1.42%-ით ჩამორჩება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის თებერვლის განმავლობაში 0.39%-ით, ანუ 122.98 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის 32.06 მილიარდი ლარი შეადგინა.

2025 წლის თებერვლის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.86% შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით გაიზარდა 0.538 პროცენტული პუნქტით.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები