Sunday, April 13, 2025
3.8 C
Tbilisi

ცაგერში, 9 აპრილის მემორიალთან, დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინეს

9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა.

ცაგერში, 9 აპრილის მემორიალთან, დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა მამა გიორგი ვაშაკიძემ.

გმირთა მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს, თავისუფლებისათვის ბრძოლისთვის დაღუპულებს პატივი მიაგეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველმა მოადგილემ ვასილ საღინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა-რეზო ხეცურიანმა, მარიკა კოპალიანმა, გიორგი გუგავამ, ლეჩხუმის საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა.

მემორიალთან, საპატიო დერეფანში, საქართველოს დროშებით იდგნენ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ლეჩხუმის“ მოცეკვავეები.

9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ის ტრაგიკული ნაწილია, რომელსაც საზოგადოებისთვის შეხსენება არ სჭირდება, რომელიც ყველას გვახსოვს და გვტკივა.

ინფორმაციას ცაგერის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები