GUARDINAGE – თითქმის ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მიანმარის მეორე უდიდესი ქალაქის,მანდალეის მახლობლად 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც მასობრივი განადგურება გამოიწვია – დაიღუპა 1700-ზე მეტი ადამიანი, რამდენიმე ათასმა კი დაზიანება მიიღო.
დღეს დილით გაერომ განაცხადა, რომ სამედიცინო მარაგების სერიოზული დეფიციტია, რაც ბუნებრივ კატასტროფაზე რეაგირებას ართულებს.
სამძებრო და სამაშველო ჯგუფები ნანგრევებად ქცეულ შენობებში ორივე ქვეყანაში, მიანმარსა და ტაილანდში, განაგრძობენ მუშაობას გადარჩენილების მოსაძებნად. მანდალეიში შაბათს, ერთი ქალი, 30 საათის შემდეგ, ცოცხალი ამოიყვანეს ნანგრევებიდან.
ბანგკოკში, სადაც მშენებარე მაღლივი შენობა მიწისძვრის შედეგად დაიმსხვრა, შაბათს საღამოს მე-12 ცხედარი იპოვეს.
BBC-ის ცნობით. ომისგან განადგურებულ მიანმარში, ეროვნული ერთიანობის მთავრობამ (NUG) – რომელიც დევნილობაშია, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში „შეტევით სამხედრო ოპერაციებში სამკვირიანი პაუზა“ გამოაცხადა.
შაბათს, ქვეყნის სამხედრო ხუნტამ გააგრძელა საჰაერო დარტყმები, რომელსაც გაერომ „სრულიად აღმაშფოთებელი“ უწოდა.
მომზადებულია GUARDINAGE-ის მიერ