Monday, March 31, 2025
19.8 C
Tbilisi

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში ახალი საჯარო სკოლა აშენდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება 2025 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

სოფელ სულდაში ახალი საჯარო სკოლა აშენდება. აღნიშნული საჯარო სკოლის მშენებლობისა და აღჭურვის პროექტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკი, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებენ.

ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ სასკოლო საზოგადოებას და სულდის თემს სპეციალურ შეხვედრაზე გააცნეს. მოსახლეობასთან შეხვედრას განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე და ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელი თერეზა ჩივჩიანი.

სამშენებლო სამუშაოების განხორციელებულის შედეგად, სოფელ სულდის სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, მუსიკის კაბინეტი და რესურს ოთახი; სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. სკოლა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მოეწყობა ლიფტები, პანდუსები, ადაპტირებული სველი წერტილები. გათვალისწინებულია სკოლის უზრუნველყოფა კომპიუტერული ქსელებით, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემებით. სკოლა აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით.

სოფელ სულდის საჯარო სკოლა 180 მოსწავლეზეა გათვლილი. მისი მშენებლობისა და სრული აღჭურვის პროექტის ჯამური საორიენტაციო ღირებულება 4 000 000 ლარზე მეტია.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები