Monday, March 31, 2025
14.8 C
Tbilisi

მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩთან, არჩილ კალანდიასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არჩილ კალანდიას პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და დიპლომატიური მისიის ძირითადი საკითხები განიხილეს.

მიხეილ ყაველაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები