GUARDIANGE – კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადის ძველი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, „რომელიც ეფუძნებოდა ჩვენი ეკონომიკების გაღრმავებულ ინტეგრაციას და უსაფრთხოებისა და სამხედრო თანამშრომლობის სიძლიერეს, დასრულდა“.
ოტავაში ჟურნალისტებთან საუბრისას კაბინეტის სხდომის შემდეგ, კარნიმ თქვა, რომ კანადელებმა „ფუნდამენტურად უნდა გადახედონ ჩვენს ეკონომიკას“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტარიფების ფონზე. მან თქვა, რომ კანადა საპასუხო ტარიფებით გამოეხმაურება თეთრი სახლის გადაწყვეტილებას , რასაც შეერთებულ შტატებზე „მაქსიმალური გავლენა“ ექნება.
ტრამპმა 26 მარტს გამოაცხადა, რომ 25%-იანი გადასახადი დაუწესდება აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილის ნაწილებს და დაამატა, რომ „ეს მუდმივი იქნება“. ახალი ავტომობილების ტარიფები ამოქმედდება 2 აპრილს, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების იმპორტიორი კომპანიებითვის გადასახადების გადახდა დაიწყება მეორე დღეს, განაცხადა თეთრმა სახლმა. ნაწილის გადასახადების დაფარვა დაიწყება მაისში ან შემდეგ.
შეერთებულმა შტატებმა უკვე ნაწილობრივ დააწესა 25%-იანი საბაჟო ტარიფი კანადურ საქონელზე, 25%-იანი ტარიფი ალუმინისა და ფოლადის მთლიან იმპორტზე. კანადამ ამ დრომდე საპასუხო ზომები მიიღო აშშ-ის საქონელზე ტარიფების დაწესებით, დაახლოებით 60 მილიარდი კანადური დოლარით (42 მილიარდი დოლარი).
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ.