ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სომეხთა სამოციქულო ეკლესია „მიჯინქს“ – დიდი მარხვის ნახევარს/ განზოგებას/ აღნიშნავს.
მუნიციპალიტეტის ყველა ეკლესიაში გაიმართა ქადის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლები, ცეკვის ანსამბლები და ადგილობრივი მოსახლეობა. აღნიშნული ფესტივალისთვის საგანგებოდ ემზადებიან დიასახლისები, აცხობენ სხვადასხვა ფორმის ქადებს და მიაქვთ ეკლესიაში.
ფესტივალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, თეიმურაზ მჭედლიძე, მკრტიჩ მღდესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.