ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სამი საკითხი დაამტკიცეს

დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.

სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი , მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განსახილველი იყო სამი საკითხი:

  1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ (მომხს.: ს. არზუმანიანი);
  2. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს.: ს. არზუმანიანი);
  3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდები: 65.13.36.335, 65.13.36.333, 65.16.31.063) სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს.: ს. მკოიანი).

დღის წესრიგის საკითხები ერთხმად დამტკიცდა.

 

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები