Sunday, March 30, 2025
25.8 C
Tbilisi

ცაგერის სოფელ ლასურიაშში მცხოვრებ ლოლა ჭოხონელიძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშში მცხოვრები 100 წლის ქალბატონი მოინახულეს.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, რწმუნებულის მოადგილემ, ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა კოპალიანმა, სოფელ ლასურიაშში მცხოვრებ ლოლა ჭოხონელიძეს იუბილე მიულოცეს, ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ქალბატონო ლოლა წლების მანძილზე გახლდათ ლეჩხუმის მოწინავე მეაბრეშუმე, დღემდე უძღვება ოჯახურ მეურნეობას, ჰყავს 3 შვილი, 8 შვილიშვილი. იგი დღესაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს თავის სოფელში.

ინფორმაციასა ცაგერის მერია ავრცელებს და დღეგრძელობას უსურვებს ქალბატონ ლოლა ჭოხონელიძეს.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები