Monday, March 31, 2025
14.8 C
Tbilisi

ახალქალაქში გარემოზე ზრუნვისა და გამწვანების კვირეული დაიწყო

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ახალქალაქში გარემოზე ზრუნვისა და გამწვანების  კვირეული დაიწყო.

აღმაშენებლისა და თავისუფლების ქუჩებზე  დეკორატიული ნეკერჩხლისა და ტყემლის  ხეები დაირგო.

გამწვანების აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვნენ.

ქალაქის  გამწვანებაში საქართველოს პარლამენტის  წევრი სამველ მანუკიანი, მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერის მოადგილეები  და ახალქალაქის ა(ა)იპ “სერვის ცენტრის” თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ “სერვის ცენტრმა” ხეების ნაწილი შეიძინა და მწვანე

ნარგავების მოვლა-პატრონობაზე ზრუნვის  პასუხისმგებლობას სრულად სერვის-ცენტრი იზიარებს.

ახალქალაქში  გამწვანების აქცია ეტაპობრივ ხასიათს ატარებს და მომავალშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები