Saturday, March 22, 2025
5 C
Tbilisi

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდის ოთხწლიანი მაჩვენებლების მიხედვით, 2021-24 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9. 7 პროცენტს უტოლდება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ოთხწლიანი მაჩვენებლების მიხედვით, 2021-24 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9. 7 პროცენტს უტოლდება და ამ მონაცემებით საქართველო გლობალურად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

მისივე თქმით, უკვე დაზუსტებულია 2024 წლის ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელიც, რომელიც 9.4 პროცენტს შეადგენს.

„გასულ წელს ეკონომიკური ზრდის მაღალი აქტივობა დაფიქსირდა განათლების, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, მშენებლობის, ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებში. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა 92 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 25 000 ლარს მიაღწია“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ვაჭრობას (15.2 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს (9.9%), დამამუშავებელ მრეწველობას (9.3%), მშენებლობას (8.4%), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.4%), სოფლის მეურნეობის (6.2%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (5.9%) და განათლების (5.7%) სექტორებს ეჭირა.

„ჩვენი მოლოდინია, რომ 2025-29 წლებში საქართველო იქნება ლიდერი გლობალურად ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ, აქტიურად გრძელდება სტრუქტურული რეფორმები და ჩვენი მიზანია, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, შევძლოთ და შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები