Saturday, March 22, 2025
5 C
Tbilisi

მთავრობის განკარგულებით, გურიას სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად გურიის რეგიონს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო.

გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განკარგულების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 1 228 062 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 794 968 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 546 018 ლარი გამოეყოფა.

განკარგულებას ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები