GUARDIANGE – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფრენეციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი ეთანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ეს მიმართული უნდა იყოს „ხანგრძლივ მშვიდობასა და ამ კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე“. ამავე დროს, პუტინი შეკითხვას სვამს: „ვინ გასცემს ბრძანებას საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე და რა ფასი ექნება ამ ბრძანებებს?“
რუსეთის პრეზიდენტი დასძენს, რომ ის დარწმუნებულია, რომ უკრაინას აშშ-სთვის დაჟინებით უნდა ეთხოვა შეხვედრა, როგორც ეს საუდის არაბეთში მოხდა, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით.
პუტინი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ არსებობს „ნიუანსები“. მისი თქმით, კურსკის რეგიონში უკრაინულმა ძალებმა „დაკარგეს“ კონტროლი და „მათი აღჭურვილობა მიტოვებულია“, ხოლო მდგომარეობა „სრულად არის რუსეთის კოტროლის ქვეშ“.
მან თქვა, რომ იგი წინა დღით იმყოფებოდა კურსკის რეგიონში და იცის, რომ უკრაინელი მებრძოლები ალყაში არიან მოქცეული და მათი ერთადერთი გამოსავალი ან ტყვედ ჩავარდნა ან სრული განადგურებაა.
ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ „კარგი იქნებოდა“ უკრაინისთვის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და „ჩვენც ამის მომხრე ვართ“, მაგრამ არსებობს „ნიუანსები“. „თუკი საომარ მოქმედებებს შევწყვეტთ… რა მოჰყვება ამას?“ – იკითხა პუტინმა და დაამატა: რა მოხდება ამის შემდეგ რუსეთის კურსკის რეგიონში?
რუსეთის პრეზიდენტს ასევე აინტერესებს ვინ გადაწყვეტს, თუ სად მოხდა „ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო შეთანხმების დარღვევა“ 2000 კმ-ის გასწვრივ – სავარაუდოდ, რუსეთისა და უკრაინის გამყოფი საზღვრის გაყოლებაზე.
„ყველა ეს საკითხი ორივე მხარემ გულმოდგინედ უნდა შეისწავლოს“, – თქვა მან და დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის იდეა „კარგია და ჩვენ აბსოლუტურად მხარს ვუჭერთ მას, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ“.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ