Wednesday, March 12, 2025
21.8 C
Tbilisi

უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის დაუყოვნებლივ მიიღოს აშშ-ის მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება

GUARDIANGE საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის დაუყოვნებლივ მიიღოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ იგი შეთავაზებას რუსეთს წარუდგენს და ამის შემდეგ „ბურთი მათ მოედანზე იქნება“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ახლა შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული  რუსეთის დარწმუნება, დაეთანხმოს „პოზიტიურ“ წინადადებას.

ჯიდაში აშშ-სა და უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა პირველად შედგა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს ოვალურ ოფისში ტრამპსა და ზელენსკის შორის მწავე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

ერთობლივ განცხადებაში შერთებულმა შტატებმა აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივ  აღადგენს სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას და უსაფრთხოების მხრივ დახმარებას უკრაინისთვის, რომელიც ვაშინგტონმა თეთრ სახლში უპრეცედენტო საჯარო დაპირისპირების შემდეგ შეაჩერა.

„დელეგაციის ორივე მხარის წარმოამდგენლები შეთანხმდნენ, რომ დაასახელონ თავიანთი მომლაპარაკებელი გუნდები და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად, რაც უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია აშშ-უკრაინის ერთობლივ განცხადებაში.

რუბიომ ჯიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მიიღებს მხარეებს შორის შემუშავებულ წინადადებას.

უკრაინა „მზად არის შეაჩეროს სროლები და დაიწყოს მოლაპარაკებები“ და თუკი რუსეთი უარს იტყვის ამ შეთავაზებაზე „მაშინ ჩვენ სამწუხაროდ, გვეცოდინება, რა იქნება მშვიდობის მიღწევის დამაბრკოლებელი აქ“.

„დღეს ჩვენ წამოვადგინეთ შეთავაზება, რასაც უკარაინელები დათანხმდნენ. ეს მოიცავს  ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ გამართვას.

„ჩვენ  ახლა ამ შეთავაზებას რუსებს წარვუდგენთ და ვიმედოვნებთ, რომ ისინი დათანხმდებიან მშვიდობას. ბურთი ახლა მათ მოედანზეა“, – განაცხადა რუბიომ.

ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი შეთავაზება სცდილდება ზელენსკის ცასა და ზღვაში ნაწილობრივი ზავის წინადადებას.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ტრამპს ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების „კონსტრუქციულობისათვის“. ვიდეოგზავნილში ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა „უნდა აჩვენოს ომის შეჩერების ან ომის გაგრძელების სურვილი“. „დროა ცეცხლი სრულად შეწყდეს“, – აღნიშნა მან.

კრემლი ჯერჯერობით საჯაროდ არ გამოხმაურებია აშშ-უკრაინის ერთობლივ განცხადებას, მაგრამ გავლენიანმა რუსმა კანონმდებელმა კონსტანტინ კოსაჩევმა თქვა, რომ ნებისმიერი პოტენციური შეთანხმება „ჩვენი და არა ამერიკელების პირობებით უნდა იყოს“ წარმოდგენილი.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, კოსაჩევმა, განაცხადა, რომ „რეალური შეთანხმებები ჯერ კიდევ იწერება… ფრონტზე“, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის ჯარები წინ მიიწევენ უკრაინაში.

თეთრ სახლში კი, ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იგი დაელაპარაკება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომელიც „იმედია“ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას.

თეთრ სახლში კი, ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იგი დაელაპარაკება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომელიც „იმედია“ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას.

„ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო, როგორც ამბობენ. ჩვენ ხვალ რუსეთთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს და იმედია, რამდენიმე შესანიშნავი საუბარი შედგება“, – განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე მზაობა გამოხატა, რომ დაპატიჟოს ზელენსკი ვაშინგტონში.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები